karina grigoriani

Nov 24, 20191 min

აი უაოა?

(სახალისო)

წლების წინ ფეისბუქში დავწერე პოსტი რომელიც მე გადამხდა, ძალიან გაახალისა ადამიანები, სხვადასხვა სააგენტოებმაც წაიღეს. გადავწყვიტე ეს ისტორია არ დაიკარგოს და ჩემს ბლოგზეც დავდო.

მოქმედება ყვითელ სამარშრუტო მიკროავტობუსში ხდება.

ვზივარ "მარშრუტკაში, გაჩერდა, იღება კარი და გარედან მგზავრი კითხულობს:

-აი აა თუ უაოა?

ყველა გაშრა, გაოცებული მივჩერებივართ და უცებ, უკანა სავარძლიდან ისმის:

-აი უაოა! - ეტყობა, ვიღაცამ მართლა გაიგო, რა იკითხა ამ კაცმა.

-აა, უაოა?.. - დააზუსტა კაცმა.

-კი, კი, უაოა. - უპასუხეს ისევ. კაცმა კარი მიხურა და განზე გადგა. "მარშრუტკა" წავიდა. მას მერე ეს დიალოგი რამდენჯერაც მახსენდებოდა, იმდენჯერ მეცინებოდა, მაგრამ ვერაფრით ამოვხსენი, ან იმან რა იკითხა, ან ეს რას მიხვდა...

ერთხელაც, ვდგავარ გაჩერებაზე და ზედიზედ ჩამოიარა ორმა "მარშრუტკამ": ნომერი 73 და ნომერი 73 (ა) და უცებ თავში დამკრა - იმ მგზავრს აინტერესებდა, ის "მარშრუტკა" "უაო", ანუ "ა"-ს გარეშე იყო თუ "ა"..

კარინა გრიგორიანი

    9830
    1