მისი დაბადენიდან დღემდე თუ რამე საინტერესოს აკეთებს ან ამბობს სოციალურ ქსელში ვწერ და ,მემორისთვის“ ვინახავ. ამას წინათ გადავხედე და საკმაოდ საინტერესო ისტორიები დაგროვდა. გადავწყვიტე წლების მიხედვით ბლოგებად შევინახო.
1.
ჩემი შვილმა დედის ძახილი დაიწყო ,,დეე" ,,დეე" მეგონა მე მეძახდა ისეთი ბედნიერი ვიყავი ვერ წარმოიდგენთ ხუმრობა საქმე ხომ არ არის პირველი ,,დედა"?
დღეს აღმოვაჩინე რომ ჩემს რძლებს (ბიცოლებს) ეძახის ანუ ბავშვები თავიანთ დედებს რომ ეძახიან ესეც იმეორებს და...
უნდა გენახათ შორიდან რომ გავიგებდი ,,დეე" გავრბოდი ვაიმე ჩემი შვილი მეძახისთქო და თურმე...
ესეც ჩემი შვილის პირველი დედა.
22 Jul. 2018წ.
2.
ბოლო დღებში ახალი გასართობი ჩაამუღამა.
გავა აივანზე გადააგდებს კოკას (საწოვარას) შემოვა, ჩავალ ამოვიტან, ისევ გავა, ისევ გადააგდებს, ისევ ჩავალ...
კიდე კარგი ლიფტი მაინც არსებობს
23 მაისი. 2018წ.
3.
სალფეტკს იღებს აქუცმაცებს და მთელ ოთახში ფანტავს. დღეს ჭამის დროს იღებდა მაგიდიდან და დავასწარი, არ მივეცი. აიღო ქუდი და იმით მოიწმინდა პირი 😍
რას წარმოვიდგენდი რომ პირის მოწმენდვა უნდოდა 😍😍😍
გაიზარდა გოგო ❤
1 Mar. 2018წ.
4.
უამრავი სათამაშო აქვს. ნებისმიერი სათამაშო ყიდვიდან/ჩუქებიდან 10 წუთში ბეზრდება.
თუ მინდა რამე საქმის გაკეთება ვაძლევ გამაგრძელებელს, ნებისმიერ ელექტრო ხელსაწყოს რომელსაც ,,შნური და შტიკერი"აქვს, ყურსასმენებს, პულტს (შლის და აწყობს) და ა.შ. აი ამ დროს გარანტირებულად ვიცი რომ საქმეს ბოლომდე გამაკეთებინებს.
ხუმრობით იმასაც ვამბობ რომ ჩემი გოგო ელექტრიკი გამოვათქო :)
ხოდა რა მაინტერესებს ყველას აქვს ეს პერიოდი (რომელიც გაგრძელდა კი არადა თითქმის სულ ასეა) თუ მარტო ჩემი შვილი ირევა ელექტროობაზე?
23 Jan. 2018წ.
5.
სამი დღეა ტელეფონის დამტენებს ვეძებ. ყველფერი გადავატრიალე. კინაღამ გადავირიე სად უნდა წასულიყო სახლიდან ვერ ვხვდებოდი. ან სად უნდა დაემალა ისე რომ ვერ ვნახე.
დღეს აღმოვაჩინე რომ ნაძვის ხეზე შემოუხვევია წვიმებივით
19 დეკ. 2018წ.
6.
იატაკზე რაც ხვდებოდა ყველაფერს პირში იქანებდა. თუ საჭმლის ნამცეცები ეყარა (თავისივე დაყრილი) ხო მუსრს ავლებდა. მტვერსასრუტსაც ვეძახდი. ამ ბოლო დროს გაკეთილდა იღებს იატაკიდან ყველაფერს და მე მატენის პირში (ძალით)
13 Mar. 2018წ.
კარინა გრიგორიანი.
Comments