top of page
Search
  • Writer's picturekarina grigoriani

როგორ გავაკეთოთ მინი დეკორაცია?!

გასწავლით როგორ შეიძლება სახლის პირობებში მარტივად გავაკეთოთ ნაჭრისგან მყარი საგანი. ვიღებთ ფიცარს, ზედ სტეპლერით ვამაგრებთ მყარ ,,სეტკას". ფორმას ვაძლევთ ისეთს, როგორიც გვსურს. შემდეგ ვიღებთ ჩვეულებრივ თეთრ ნაჭერს, ვალბობთ თაბაშირში და გაუწურავად ვახვევთ იმ სეტკას, რომელიც გავამზადეთ. ნაჭერი უნდა იყოს დიდი, რადგან აუცილებელია დაიფაროს როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. გარდა ამისა, რაც უფრო დიდი ნაჭერია, მით უფრო მეტი ნაოჭი გამოდის და ნაკეთობაც უფრო ლამაზია. ვდგამთ მზეზე და ორი დღე ვაშრობთ იქამდე, სანამ ნაჭერი კარგად არ გაშრება. ორი დღის შემდეგ ვიღებთ ჩვეულებრივ წყლის საღებავს (გუაში), ლურჯ და ყავისფერ ფერს ვურევთ ერთნანეთში (ასე მიიღება ქვის ფერი) და ვაზავებთ წყალში. საღებავი უნდა იყოს წყალწყალა და ფუნჯის მსუბუქი შეხებით ვღებავთ მთლიანად. ბოლოს კი გადავდივართ დეკორაციაზე. ვუსვამთ წებოს იმ ადილებში, სადაც გვინდა მოვაყაროთ ქვიშა, გამხმარი ბალახი, ხავსი... ბოლოს ვიღებთ წინასწარ შეძენილ ყრმა იესოს ფიგურას და ვდგამთ შიგნით.


კარინა გრიგორიანი


147 views0 comments
bottom of page