როგორც გაირკვა სოც.ქსელების მომხმარებლის უმრავლესობამ არ იცის რას ნიშნავს „რობოკოპი“. ბევრი პოსტი შემხვდა სადაც რობოკოპი ჰგონიათ სპეცრაზმი იყო ასეთი პოსტიც: „ეს „რობოკოპი“ პირველად რომელმა ჟურნალისტმა გამოიყენეთ? სპეცრაზმზე უფრო საშინლად ჟღერს თუ რა უბედურებაა რობოკოპი?“ ამიტომ გადავწყვიტე მორიგი ბლოგი ზოგადად სწორედ რობოკოპს მივუძღვნა.
სინამდვილელში „რობოკოპი“ ჰქვიათ არა სპეცრაზმელებს არამედ ეს არის პოლიციური (სპეციალური) აღჭურვილობა დაწყებული თავისი ჩაფხუტით, ფარით და პოლიციელის ხელჯოხით (ე.წ. დუბინკა) დამთავრებული, რომელიც არის საკმაოდ მძიმე და ასევე რთული სატარებელი. მის მოხმარებას სპეციალურ მოსამზადებელ კურსებზე სწავლობს თითოეული პილიციელი (ასევე სუსი). მას გამოიყენებენ მასობრივი არეულობის დროს და დიდი აქციების დასაშლელად. ეს აღჭურვილობა ძირითადად არის პოლიციელის დამცავი, ხოლო მისი ვიზუალური მხარე ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მასებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოსახდენად. არ გაგიკვირდეთ თუ ძალოვანმა უწყებამ რობოკოპებიანი თანამშრომლები გამოიყვანა უბრალოდ დააყენა და შემდეგ ისევ გაუშვა. ჩათვალეთ რომ ეს იყო ტაქტიკა სწორედ ფსიქოლოგიური უპირატესობის მოსაპოვებლად. რახან ფსიქოლოგიურ უპირატესობას შევეხეთ აქვე მოვიყვან თითქოს უმნიშვნელო მაგალითს, რომელიც ხშირად გამოიყენება ეს არის ფარებზე პოლიციელების ხელჯოხის (ე.წ. დუბინკა) შეხება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ხმა საკმაოდ მოქმედებს ფსიქიკაზე და მასებში შიშს იწვევს. ალბათ ბევრს გინახავთ მწყობრში მიმავალი პოლიციელები მსგავს სიტუაციაში.
კიდევ რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო ყველა ფიქრობს რომ რობოკოპით აღჭურვილი ძალოვანი აუცილებლად სპეცრაზმელია, რაც არ არის სიმართლე. ეს შეიძლება იყოს სპეცრაზმელიც, რიგითი ოპერიც, გამომძიებელიც, წვევამდელიც, თქვენ წარმოიდგინეთ პატრულიც და თავად ,,გოგაშვილიც“ (დღვანდელი მინისტრად წოდებული).
კარინა გრიგორიანი
Comments