ერთი შეხედვით ძლიერი... არა დასანახავად საკუთარ თავსაც ვარწმუნებდი, რომ ძლიერი ვარ და ჩვეულებრივად ვიცხოვრებ, თუმცა მარტო სურვილი არ ყოფილა საკმარისი...
ადამიანს თურმე დარდი ანადგურებს. რანაირადაც არ უნდა შეეცადო ვერაფერს გახდები, რადგან ეს მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული... უძლიერესი ფსიქოლოგიური სტრესი და მუდმივი შიში მაინც თავისას აკეთებს... ან როგორ შეიძლება სრულიად ნორმალური იყო მაშინ, როდესაც ზიხარ შვილის საწოლთან და უყურებ, რომ უცებ რამე არ მოუვიდეს. არ იძინებ იქამდე, სანამ შეგიძლია, რადგან გეშინია დაძინების, რომ შეიძლება დილით გაღვიძებულს შვილი აღარ დაგხვდეს. თვალის გახელისთანავე აკვირდები სუნთქავს თუ არა... თვეების მანძილზე დღე და ღამე ქიმიის წვეთებს ითვლი, რომელიც შვილის ორგანიზმში შედის, ამასთან ყოველ ორ კვირაში სუმკლავის ოპერაცია და კიდევ უამრავი რამ, რისი გახსენებაც კი მზარავს... და მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე ნორმალური ადამიანივით ცხოვრება. ვიფიქრე ავიღებ ცესკოს სერთიფიკატს და რაღაცით შემომეშველება არჩევნების პერიოდში მაინც თქო... მივედი სერიოზული მომზადებული (ნახევარი წელი ვემზადებოდი), ბოლო კითხვაზე კი არც ვიცი როგორ აგიხსნათ - გავშვტერდი, გავითიშე, უბრალოდ ვიყურებოდი და ვერ ვაზროვნებდი... დრო ისე გავიდა რომ ვერც გავიაზრე... კითხვა არ გაინტერესებთ რა იყო? "90-ის რამდენი პროცენტია 27" აი ამ უმარტივეს კითხვას ვერ გავეცი პასუხი... ერთი რამ ცხადია - ფორმაში არ ვარ... ვიქნები როდესმე? არ ვიცი... აზრი? ძალიან მიჭირს კონცენტრირება სხვა თემებზე და ალბათ სანამ ასე ვიქნები, ვერანაირ პასუხისმგებლობასაც ვეღარ ავიღებ საკუთარ თავზე. ბიძაშვილს მოვუყევი და რა სირცხვილიაო მითხრა... არ ვიცი ვისი გადმოსახედიდან როგორ არის, შეიძლება ვიღაცას სირცხვილადაც მიაჩნია, ჩემთვის კი "დრამაა", სასოწარკვეთილი ადამიანის დრამა..
რაღაც დასრულდა ჩემს ცხოვრებაში, რაღაც ძალიან დიდი და ალბათ ვეღარასოდეს ვიქნები ის, ვინც აქამდე ვიყავი.
კარინა გრიგორიანი
Comments