(ლეიკემია)
ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა დღე როდესაც ფბ-ზე დავწერდი სიტყვას ,,დავამარცხეთ“. მივიღებდი უამრავ მოლოცვებს, ბედნიერი ყველას მადლობას მოვუხდიდი. ათ თვიანი მძიმე მკურნალობის შემდეგ მართლაც დადგა ეს დღე. დავწერე ფბ-ზე „დავამარცხეთ“ მივიღე უამრავი მოლოცვა მაგრამ რა ხდება სიმადვილეში?
ამ სიტყვას წერენ მაშინ როდესაც ეწერებიან კლინიკიდან და სრულდება კონკრეტული მკურნალობის ეტაპი. აღარ საჭიროებენ სტაციონალურ მკურნალობას. ანუ შეიძლება ითქვას ეს სიხარული არის სახლში დაბრუნების, ასევე აგრესიული ქიმიოთერაპიების დასრულების ეტაპი... შემდგომში კი როგორც გაირკა გადადიხარ ამბოლატორიულ მკურნალობაზე იღებ უფრო „სუსტ“ (პატარა დოზებს) ქიმიის პრეპარატებს. სწორედ ამას ეძახიან „დაცვით კურსს“ . წელიწად ნახევარი ყოველ კვირა უნდა იარო ექიმთან და იტარებ შესაბამისი კვლევებს. ხოლო ამ კურსის დასრულების შემდეგ კიდევ 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში ექიმის დადგენილი გრაფიკით დადიხარ კონტროლზე.
როგორც გავარკვიე ლეიკემია ისეთი ვერაგი დაავედაბაა მკურნალობის დასრულებიდან 5 წელიწადში ნებისმიერ დროს იცის რეციდივი, რაც ნიშნავს დაავადების დაბრუნებას. სტატისტიკით რეციდივი ემართებათ განკურნებულ ადამიანთა 35%-ს. განკურნების და სრული კურსის დასრულების შემთხვევაში ექიმებიც კი ვერ გეუბნებიან სრულიად განიკურნე თუ არა. ჩემს შემთხვევაში მითხრეს რომ „ჩვენ ვფიქრობთ რომ კი“ თუმცა ცხადია ეს არ იყო 100%-იანი პასუხი. თუ 5 წელში არ მოხდა რეციდივი მაგ შემთხვევაში ნამდვილად გამარჯვებული ხარ. რეციდივი კი არ არის ისეთი მარტივი როგორც პირველ შემთხვევაში იყო (თუ ამას მარტივი ჰქვია, ცხადია იგულისხმება შედარებით) ამ შემთხვეაში უკვე საჭირო ხდება ძვლის ტვინის გადანერგვა ( ამ უკანასკნელის ახსნას კი ალბათ ცალკე ბლოგი დასჭირდება) რაც არ არის მარტივი საქმე... ხოლო თუ 5 წლის შემდეგ აღმოგაჩნდა ლეიკემია ეს არის სრულიად ახალი დაავადება და არანაირი კავშირი არა აქვს წინა დაავადებასთან.
მოკლედ დამთავრდა ერთი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში და დაიწყო ეტაპი სახელწოდებით ,,შიში“. შიში იმისათუ რამდენად შევძლებ ჩემი შვილის დაცვას, მე ხომ ისიც არ ვიცი რისგან უნდა დავიცვა და თავის დროზე რამ მოახდინა პროვოცირება და რატომ გაუჩნდა მას ეს დაავადება? რა დაზღვეული ვარ რომ იგივე გარემოში და სიტუაციაში არ ავღმოჩნდებით?
გულის სიღრმეში კი მჯერა რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარივით ჩაივლის და ჩემს შვილთან ერთად დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებ, ეყოლება შვილები, შვილიშვილები...
თუ ვინმეს გექნებათ კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით მზად ვარ გიპასუხოთ.
ეს ბლოგი არის გზა რომელთანაც პირადად მაქვს შეხება და განვლილი ან ამჟამად გავდივარ. ეს არ არის ნაშრომი, შესწავლილი და არ გამომიყენებია შესაბამისი „ლიტერატურა“. შესაბამისად ეს ბლოგი არ გამოიყენება სახელმძღვანელოდ.
Comentarios