2013 წლის 12 იანვარს რუსეთის ჯაშუშების პოლიტპატიმრებად ცნობის გამო პროტესტის ნიშნად დავტოვე შინაგან საქმეთა სამინისტრო. გადავწყვიტე არქივისთვის პატაკი უცვლელად შევინახო ჩემს პერსონალურ ბლოგში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბ. ი. ღარიბაშვილს პ ა ტ ა კ ი ბატონო ირაკლი, მოგახსებეთ, რომ 2005 წლის იანვრიდან ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში განყოფილების უფროსი - თადარიგის ოფიცრად, 2010 წლის ნოემბერში დავიწყე მუშაობა სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში ორგანიზებული დანაშაულის მთავარ სამმართველოში სამსახურის უფროსად, 2011 წლის მარტში გადავედი ამავე სამმართველოს ტრეფიკინგის სამსახურის უფროსის მოადგილედ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც თქვენ ბატონო მინისტრო მობრძანდით შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩემმა ხელმძღვანელობამ ბატონი გია კობაჩიშვილის სახით, მომთხოვა დამეტოვა აღნიშნული თანამდებობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მისი ახსნა იყო, რომ მინისტრის და ბატონი ივანიშვილის დავალებაა, რომ ყველა თანამშრომელი ან უნდა წასულიყო პოლიციდან ან უნდა დაქვეითებულიყო. მიუხედავად ამ ზეწოლისა, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქვეყანას და ჩვენს სისტემას წაადგებოდა-მე უარი არ მითქვამს ამ ცვლილებაზე, დავთანხმდი და გავაგრძელე ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობა. ჩემი მუშაობის პერიოდში მე მიმიღია არაერთ ღოისძიებაში მონაწილეობა, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისაკენ და არასოდეს დამიზოგავს თავი და ენერგია აღნიშნულ საქმეში. ვარ გორგასლის ორდენის კავალერი, მე ზუსტად ვიცი თუ რამხელა ძალა და ენერგია დასჭირდა და რამდენი ჩვენი თანამშრომლის თავდადება რუსეთის ჯაშუშების გამოვლენას ეგრეთწოდებული „ენვერის“ საქმეში. ამინისტია თავისთავად ჰუმანური აქტია და მისი საწინააღმდეგო შეიძლება არავის ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ამ აქტით პოლიტპატიმრებად აცხადებს საქართველოს მტრებს, ადამიანებს, რომლებიც კოორდინატებს აძლევდნენ 2008 წლის ომის დროს-არის ქვეყნის ღალატი და მეტი არაფერი. მე ვერ ვიმუშავებ იმ სტრუქტურაში, რომელიც თავის ქმედებით ემსახურება რუსეთის უშიშროებას და არა დამოუკიდებელი საქართველოს უსაფრთხოებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის II თავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმაღველოს II სამსახურის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებელი პოლიციის კაპიტანი: კარინა გრიგორიანი
კარინა გრიგორიანი
Comments