top of page
Search
Writer's picturekarina grigoriani

ნინო ჯღარკავა ქსენოფობი ე.წ. ჟურნალისტი

Updated: Feb 27, 2020


დღეს სოც.ქსელმა შემახსენა ამ ადამიანის არსებობა და გადავწყვიტე ამ ქსენოფობმა დედაკაცმა ერთი პატარა ადგილი დაიმკიდროს ჩემს ბლოგში, რადგან ეს არის ჩემი პერსონალური ბლოგი და ისტორიაც ჩემია.

2014 წელს როდესაც პოლიტიკური დუღილი პიკს აღწევდა ერთერთი ჩვეულებრივი „ფეისბუქური“ საუბრის/შეკამათების დროს „ქალბატონმა“ ნინო ჯღარკავამ მითხრა რომ რადგან არ მაქვს ქართული წამოშობა, საერთოდ არ მაქვს ხმის ამოღების უფელბა. არც მეტი და არც ნაკლები გადაწყვიტა ერევნის მატარებელს გამაყოლოს. ცხადია ამ ამბავს ასე არ დავტოვებდი. გავარკვიე ეს ქსენოფობი ქალბატონი სად მუშაობდა. თურმე სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, საზოგადოებასთან ერთიერთობის უფროსი ყოფილა. გავაგზავნე წერილი (ამ ყველაფერში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მეხმარებოდა) და მოვითხოვე ეგებინებინათ პასუხი, რადგან ქსენოფობის ადგილი მითუმეტეს მაგ სამსახურში არ იყო. ასევე გავაგზავნე წერილი სახალხო დამცველის აპარატში (მაგ დროს უჩა ნანუაშვილი იყო უფროსი), მაგრამ ორივე ადგილიდან მივიღე სასაცილო პასუხი, რომ თურმე ეს არ ყოფილა დისკრიმინაცია. არ გავჩერდი და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მივწერე, ეს ისტორია იმ წლის ანგარიშებშიც მოხვდა, პარლამენტსაც გადაეგზავნა თუმცა უშედეგოდ.

როდესაც გაიგო „ქალბატონმა“ ნინომ, რომ არ ვჩერდებოდი და ვაპირებდი მისთვის პასუხი მეგებინებინა ჩავარდა პანიკაში. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს გაიარა კონსულტაციები იურისტებთან (როგორც თითონვე თქვა) და გაათმაშა სცენარი თითქოს თვითმკვლელობას აპირებდა, სოც.ქსელში კი წერილიც დატოვა, რომ თუ რამე მოუვიდოდა ან თავს მოიკლავდა პასუხი ჩემთვის მოეთხოვათ. ცხადია მივხვდი რომ ამით ცდილობდა ჩემს კუთხეში მიმწყვდევას, ასევე დამემუქრა რომ პოლიციაში მიჩივლებდა...

როგორ დამთავრდა ეს ამბავი? არანაირად. მე თავი გავანებე აღარ მივყევი ბოლომდე, რადგან ეს ქალი არც მეტი და არც ნაკლები აღმოჩნდა თაღლითი, ასევე არამდგრადი ფსიქიკის მქონე. რეალურად შემეშინდა არა ჩემს გამო, არამედ მის გამო რომ მართლა რამე არ მოეწია საკუთარი თავისთვის. ის დღემდე მუშაობს იქ სადაც მუშაობდა და არც ქსენოფობიურ განცხადებებს ერიდება.
























კარინა გრიგორიანი







163 views0 comments

Comments


bottom of page