იქიდან გამომდინარე რომ სახლში ყოფნა მომიწია და რაღაც პერიოდი სამსახურზე არც უნდა ვიოცნებო მოვიფიქრე ისეთი საქმე რომელიც სახლიდან გაუსვლელად მომიტანდა პატარა შემოსავალს მაინც. კერძოდ ხელნაკეთი ჩანთები და აქსესუარები. ჩემთვის როგორც ბიზნესი ასევე ხელსაქმე უცხოა შესაბამისად ვაკვირდები ყველაფეს, ვსწავლობ, კარგს ვითვისებ, ცუდს ვდევნი და თავადაც ვვითარდები. ამ დაკვირვებებში საოცარ რაღაცეებს გადავაწყდი რაც მინდა გაგიზიაროთ :)
გადავწყვიტე ჩემი ხელნაკეთი ნივთები ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი, რადგან ჩავთვალე რომ ასე ფული მუდმივად ირტიალებდა, ხელში მექნებოდა ფასის მხრივ კონკურენციასაც გავწევდი და განვითარების შესაძლებლობაც მომეცემოდა.
მოვქსოვე ისეთ ხელჩანთები როგორსაც ნებსმიერი მოქსოვს და ქსოვს კიდეც. დავაკვირდი რომ ზუსტად ეგეთი ჩანთა რომელიც ღირდა ოთხმაგ ფასში უფრო კარგად იყიდებოდა (ასე ჩანდა) ვიდრე ჩემი, რომელიც ძალიან იაფი იყო. ხარისხიც იდენტური, ვერ გამეგო როგორ შიძლებოდა ორ ერთნაირ ნივთში არჩევანს აკეთებდე იმაზე რომელიც უფრო ძვირი ღირს. ამ თემას სოცქსელში მივუძღვენი პოსტები, დავიწყე გამოკითხვა და მივიღე უამრავი პასუხი მათ შორის ასეთებიც იყო: ,,იაფიანით ვერ იმარიაჟებენ“ ,,იაფი რომ არის ხარისხში ეჭვი ეპარებათ“ ბოლოს კი მირჩიეს : გამეზარდა ფასები, დამებუსტა და შიგადაშიგ ფასდაკლებების აქციები შემათავაზებინა. ამასობაში გავარკვიე რომ ის ძვირადღირებული ნივთები სულაც არ იყიდება ძვირად და უარესი, რეკლამებში იხდიან უამრავ ფულს და ბოლოს აქციებით ძლივს ყიდიან და საბოლოო ჯამში კი წაგებაზეც მიდიან რაც თავისთავად წამოწყებულ საქმესაც კლავს... ხოდა ისმის მთავარი კითხვა რატომ ადებენ მაღალ არარეალურ ფასს? არც თითონ ყიდიან და სხვის ნივთებსაც იაფფასიანად წარმოაჩენენ (კონკურენციადაც არ მიმაჩნია რადგან არც თავად ეყიდებათ). იქნებ მართლაც ჯობია ასე ,,უტვინოდ“ წარმოებულ საქმეს დასრულება ეწეროს? არადა მართლა უძალიანმაგრეს ნივთებს ქმნიან. ნუთუ მართლა ფიქრობენ რომ ხელნაკეთი ნივთებით გამდიდრდებიან? ( ღმერთმა ქნას. მე კი ვფიქრობ რომ ეს მხოლოდ საარსებო საქმეა...)
რაც შეეხება ჩემს „ბიზნესს“ ჩემი იაფფასიანი ნივთები იყიდება ნელნელა, როგორც თავიდანვე ვფიქრობდი ფული მართლაც ტრიალებს და განსავითარებლადაც მრჩება. ყოველ ჯერზე ახალ ახალს და უკეთეს პროდუქციას ვთავაზობ მომხმარებელს. არც რეკლამას ვსაჭიროებ. მოკლედ კმაყოფილი ვარ :) მერწმუნეთ ,,ანაიდას“ ძვირადღირებული ჩანთა გეჭირებათ თუ კარინას იაფიანი ჩანთა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. არც ერთია ვერსაჩე და არც მეორე შანელი (ანაიდა ზოგადად ავიღე შეგიძლიათ ზინაიდად წაკითხოთ)
რახან ფასებს და ბიზნესს შევეხეთ ბარემ ერთ ისტორიასაც დავწერ. ქუჩაში მდგომი მანქანა დამიმტვრიეს ( ამოაბრუნეს ისე რომ აღარ კეთდება) სამაგიეროდ კი შემომთავაზეს იმაზე ცოტა ფული ვიდრე ღირდა. დავთანხმდი. უკვე კაი ხანია ვეძებ მანქანას იმ ფასში რაც ხელთ მაქვს ნუ ჯართის ყიდვაც არ მინდა, შემხვდა ერთი მანქანა და ვთხოვე ფასის უმნიშვნელოდ დაკლება, ვუთხარი რომ რელურ ფასს ვთავაზობდი მომწონდა მანქანა და რომ მქონოდა მეტი ნამდვილად გადავუხდიდი უბრალოდ არ მქონდა. თავი გაიგიჟა კატეგორიული უარი მითხრა. მას შემდეგ გავიდა რაღაც პერიოდი. სულ მხვდება ის მანქანა. ვერ ყიდის. გიუშინ ვნახე იმაზე ნაკლები ფასი უდევს ვიდრე მე ვთავაზობდი. ხოდა მაინტერესებს რატომ? მე არ მაქვს პასუხი იქნებ თქვნ გაქვთ?
Comments