ლეიკემია
რამდენიმე თვის წინ ექიმი მომიყვა ერთ ისტორიას: ერთერთ კონფერენციაზე სადაც სხვადასხვა სახის ექიმები ესწრებოდნენ ონკოჰემატოლოგიის დირექტორისთვის (ასმათ შენგელაია) უკითხავთ რომ ალბათ ეს ბავშვები (საუბარია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე) რადგან გადიან ასეთი მძიმე მკურნალობის კურსს, ამდენი მედიკამენტების მიღების შემდეგ გონებაშეზღუდულები ხდებიანო ხომ? (ანუ იმის თქმა უნდოდა რომ ქიმიოტერაპია ბავშვებში რაღაც კვალს ტოვებდა), რაზეც შენგელაია გაბრაზებულა და უთქვამს ,,როგორ არა გრცხვენია ექიმი ქალი ამ კითხვას რომ მისმევ. ახლავე წამოდი ჩემთან კლინიკაში, განახებ ჩვენს ბავშვებს და თავად დარწმუნდები თქვენს შორის ვინ არის გონებაშეზღუდული“. ამ ისტორიას რომ მომიყვნენ ძალიანაც არ მიმიქცევია ყურადღება რადგან წარმოუდგენლად მომეჩვენა და იქამდე არ მჯეროდა სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე როდესაც ჩემს შვილზე მკითხა მეზობლის ქალმა რამე კვალი ხომ არ დაუტოვა, გონებრივად ხომ არ ჩამოტოვაო. სხვათაშორის მეც სახლში მოვიპატიჟე რომ დაწმუნებუიყო საკუთარ სიმცდარეში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ ბლოგის დამეწერა რადგან როგორც აღმოჩნდა ბევრი ფიქრობს ასე.
ზემოთ ხსენებული ისტორიის მოსმენის შემდეგ ვაკვირდებოდი ყველა ბავშვს თითქოს მათში რაღაცას ვეძებდი. ყველაზე გასაოცარი კი ის არის რომ აბსოლუტურად ყველა ბავშვი რომელსაც ლეიკემია აქვს არის ძალიან ლამაზი, თქვენ წარმოიდგინეთ ყველა გამოირჩევა ლიდერის თვისებებით, სკოლაში ყველას უმაღლესი ნიშნები აქვთ, არიან უაზროდ ნიჭიერები და რაღაცნაირი სწრაფვა აქვთ ხელოვნების მიმართ. რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ იქნებ რომელიღაცა მედიკამენტა მოახდინა მათი სტიმულირებათქო თუმცა ეგრევე გამოვრიცხე რადგან მე ხომ მახსოვდა როგორი იყო ჩემი შვილი ქიმიოთერაპიებამდე და ქიმიოთერაპიების შემდეგ ანუ ზუსტად იგივენაირია როგორიც მანამდე იყო. ერთი ხანში შესული სანიტარი, რომელიც მთელი ცხოვრება ჰემატოლოგიაში მუშაობდა ხშირად მეუბნებოდა „სულ ვაკვირდები ამ ბავშვებს და ყველა რჩეულია. მე ღმერთის შვილებს ვეძახი“-ო
ერთი რამე ზუსტად ვიცი ამ ბავშვებმა იმხელა რაღაც გადაიტანეს რომ ალბათ არ არსებობს დაბრკოლება რომელსაც ცხოვრებაში ვერ გადალახავენ.
ბოლოს კი იმას დავწერ რომ ვფიქრობ თმების არ ქონა აფიქრებინებთ ამ სისულელეს. ის დაცვენილი თმა მალე ამოუვათ (ეგ არ არის პრობლემა). თმაში კი ჭკუა რომ იყოს ჩემი მეზობელი რომელსაც გრძელი თმა აქვს ამ კითხვას არ დასვამდა.
ფოტოზე ჩემი ორი წლის შვილის თიხით ნამუშევარია.
კარინა გრიგორიანი
Comments